ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის მიზანია ქალაქში შეიქმნას ახალი სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და ქუთაისის სტუმრები შეძლებენ დასვენებას, სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში და კულტურულ ღონისძიებაში ჩართვას.