ანტისამთავრობო დემონსტრაციები ალბანეთში - ოპოზიცია კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაყენებას ითხოვს.
ტირანაში აქციები ძალოვნებთან შეტაკებებში გადაიზარდა. მედია წერს, რომ მიტინგის ზოგიერთმა მონაწილემ მთავრობის ადმინისტრაციას ე.წ-ი მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა ესროლა. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულების შესახებ. დაკავებულია 17 მოქალაქე.