ზუგდიდში აფხაზეთის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა
23-01-2026 16:59
ზუგდიდში აფხაზეთის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. პორტალი აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის შეიქმნა და მათ საშუალებას აძლევს, ერთიან ციფრულ სივრცეში ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე.