18 ივნისი 2026,   20:03
ვრცლად
რუსეთში, დიდთოვლობის გამო, სავაჭრო ცენტრი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

რუსეთში, ნოვოსიბირსკში, ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი ჩამოინგრა. ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში გავრცელდა.

რუსული მედიის ცნობით, შენობის დაზიანება, სავარაუდოდ, თოვლის დიდმა რაოდენობამ გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიდევ ერთი მამაკაცი შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყოს.

თვითმხილველების ცნობით, მომხმარებლების ევაკუაცია ჩამონგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე განხორციელდა.

დღის ამბები