18 ივნისი 2026,   20:03
ვრცლად
რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართა

რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართა. სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და კირილ დიმიტრიევს შორის მოლაპარაკება დავოსში შედგა. დახურულ კარს მიღმა, ორ საათიან აუდიენციას რუსული მხარე კონსტრუქციულს უწოდებს. დიმიტრიევის შეფასებით, სულ უფრო მეტი ადამიანი აღიარებს "რუსეთის პოზიციის სისწორეს".

ვიდრე ვაშინგტონი და მოსკოვი ევროპის კონტინენტზე ომის დასრულებას ცდილობენ, ირკვევა, რომ კიევში მილიონზე მეტი აბონენტი - ელექტროენერგიის, 4000-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი კი გათბობის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგოკრიზისი რუსული თავდასხმებითაა განპირობებული.

დღის ამბები