საფრანგეთისა და იტალიის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე უკვე გერმანიაც ალაპარაკდა. ბერლინში, ბიზნესთან შეხვედრაზე ქვეყნის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობები დაბალანსდება, ევროკავშირი მნიშვნელოვან გამოცდას ჩააბარებს.
მანამდე, მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებასა და ურთიერთობების დალაგებაზე განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკეთა, იტალიის პრემიერ-მინისტრი კი კრემლში გასაგზავნად მომლაპარაკებლის კანდიდატურას არჩევს.
საკითხზე კომენტარი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
"უნდოდათ, საქართველო დაენიშნათ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის ფლაგმანად. საქართველომ ამაზე უარი განაცხადა და, რა თქმა უნდა, აქვე დაიწყო საქართველოს ბულინგი - ქიმიურ იარაღამდე იყოს ის, რომ ჩვენ ვართ "რუსული რეჟიმი". რადგან საქართველოში რუსული ტანკი არ აგრუხუნდა, ე.ი. ჩვენ რუსული რეჟიმი ვართ. ევროპა, ჯერჯერობით, ვერ გამოსულა ომის რიტორიკიდან, მაგრამ ომი რაც უფრო მძიმე ხასიათს იღებს, მათ შორის, პირველ რიგში, უკრაინისთვის, გამოფხიზლება ნელ-ნელა მოდის. თან, ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ფიქრობს, ეს ომის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, არ შედის ამერიკის ეროვნულ ინტერესებში," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.