14 აგვისტო 2026,   16:40
ვრცლად
16 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), ლევან ცისკარიშვილის, ევგენი მიქელაძის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეტრიწის და მირიან მეფის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები