რუსოფობიის გაღვივების მცდელობა და ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა - მმართველი გუნდი აცხადებს, რომ გლობალური ძალები ცდილობენ, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული მუხტი არასდროს შენელდეს, საქართველო კი მუდმივი ეკონომიკური და სამხედრო საფრთხის წინაშე იყოს.
საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, თამარ კეკენაძის თქმით, საქართველოში რუსოფობია საყოფაცხოვრებო დონეზე არასდროს ყოფილა.
"საქართველოში რუსოფობია საყოფაცხოვრებო დონეზე არასდროს ყოფილა. 2008 წლის შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიები ოფიციალურად გახდა ოკუპირებული, რუსეთის არის ოკუპანტი. როგორც სახელმწიფოს, კრემლის, ოკუპანტის წინააღმდეგ არ შეცვლილა დამოკიდებულება", - განაცხადა თამარ კეკენაძემ.