14 აგვისტო 2026,   20:00
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესების ამოქმედება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს – დაჩი ცაგურია

საქართველოში რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესი ამოქმედდა.

მატარებლის 60 წუთზე მეტით დაგვიანებისას მგზავრს შეუძლია აირჩიოს ბილეთის თანხის დაბრუნება ან უფასოდ მარშრუტის შეცვლა, ასევე მიიღოს 25-50%-იანი კომპენსაცია და უფასო საკვები.
გარდა ამისა, წესი არეგულირებს ბარგის უსაფრთხოებას, შშმ პირთა უფლებებსა და საჩივრების განხილვის წესებს, რასაც სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო აკონტროლებს.

"საქართველოს რკინიგზის" ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, იმ რეფორმების პარალელურად, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, მათ შორის, სამგზავრო მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესების ამოქმედება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.


"ბოლო პერიოდში ძალიან დიდი სამუშაოები იქნა გაწეული მომსახურების ხარისხის განვითარების კუთხით, საქართველოს რკინიგზაზე.

ჩვენ 4 საათამდე შევამცირეთ მგზავრობის ხანგრძლივობა, ასევე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს თითქმის ყველა რკინიგზის სადგურში, სამგზავრო სადგურებში განახლების პროცესი, რეაბილიტაციის პროცესი.
გარდა ამისა ძალიან დიდი მოვლენაა ჩემი აზრით ის რომ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები დავიწყეთ. ეს ცხადია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს." - აცხადებს დაჩი ცაგურია.

დღის ამბები