კალიფორნიაში 21 წლის დემონსტრანტმა თვალი დაკარგა, მას სახეში ფედერალური აგენტის მიერ ახლო მანძილიდან ნასროლი ჭურვი მოხვდა. "ასოშიეითედ პრესი" წერს, რომ გოგონა ქალაქ სანტა-ანაში, საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ შენობასთან აქციაში მონაწილეობდა და ოფიცერის მიერ 37 წლის ქალის მკვლელობას აპროტესტებდა.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცველების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილების სკანდირება დაიწყეს.
9 იანვრის შემდეგ ამერიკის შტატების, ქალაქებში მოქალაქეები საიმიგრაციო სამსახურის ქმედებებსა და ტრამპის პოლიტიკას აპროტესტებენ. მიმდინარეობს შეტაკებები. ძალოვნები პნევმატურ იარაღს, რეზინის ტყვიებს, ხელკეტებსა და წიწაკის სპრეის იყენებენ.