მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში საბაჟო სამსახურის ოფიცრის მიერ 37 წლის ქალის მკვლელობის შემდეგ პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები საიმიგრაციო სამსახურის ქმედებებს და ტრამპის პოლიტიკას აპროტესტებენ.
დემონსტრაციებზე 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პროტესტის მიუხედავად, შტატში არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ მიმართული რეიდები გრძელდება.
შტატების შიდა უსაფრთხოების მდივნის განცხადებით, ოფიცრებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2000-ზე მეტი იმიგრანტი აიყვანეს.