ირანელი დემონსტრანტების მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში იმართება.
პროტესტის ნიშნად, გუშინ, ლონდონში კენსინგტონის რაიონში მდებარე ირანის საელჩოზე აქციის მონაწილემ ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშა ჩამოხსნა, სანაცვლოდ კი, "ლომისა და მზის" სიმბოლოებიანი დროშა აღმართა, რომელიც ირანში 1979 წლის რევოლუციამდე გამოიყენებოდა და ახლა ოპოზიციის სიმბოლოა.
ირანის მთავრობის და ქვეყნის სულიერი ლიდერის გადადგომა მოითხოვეს ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც.