ბათუმის დრამატულ თეატრში 14 იანვარს სპექტაკლ "დარისპანის გასაჭირის" პრემიერა გაიმართება. 147-ე თეატრალური სეზონი დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენით გაიხსნება.
სპექტაკლში ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. "დარისპანის გასაჭირის" სცენური ვერსია დიდ სცენაზე კლასიკურ ქართულ დრამატურგიას გააცოცხლებს. სპექტაკლის რეჟისორი გიორგი კაშიაა.
14 იანვარი ქართული თეატრის აღდგენის დღეა.