18 ივნისი 2026,   20:04
ვრცლად
გერმანიაში ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი ზამთარია - რამდენიმე რეგიონში განგაშის წითელი სიგნალი გამოცხადდა

გერმანიაში, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი ზამთარია. 

მედიის ინფორმაციით, გერმანიაში ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა, რის გამოც გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (DWD) ცხრა ფედერალურ მიწაზე წითელი განგაშის სიგნალის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

ქვეყნის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ძლიერი თოვა და შტორმია. გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, პარასკევის შუადღემდე, ძლიერი თოვლისა და ყინულის შესახებ შლეზვიგ-ჰოლშტაინში, ჰამბურგში, ქვემო საქსონიაში, ბერლინში, ბრანდენბურგში, საქსონია-ანჰალტში, მეკლენბურგ-წინა პომერანში, თიურინგიასა და ბავარიაში მოსახლეობა გააფრთხილა.

დღის ამბები