18 ივნისი 2026,   20:04
ვრცლად
აშშ-ში, 57 წლის ქალი ზვიგენის თავდასხმა ემსხვერპლა

პოლიციის ცნობით, 56 წლის მინესოტელი ქალი, ზვიგენის თავდასხმის შედეგად, ხუთშაბათს შუადღისას, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებზე, დორშის სანაპიროზე გარდაიცვალა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. 

ვირჯინიის კუნძულების პოლიციის ცნობით, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 16:28 საათზე, რამდენიმე ზარი მიიღეს ზვიგენის მიერ ქალის დაკბენის შესახებ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ქალმა თავდასხმის შედეგად ხელი დაკარგა და მიღებული ტრავმების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები