18 ივნისი 2026,   20:08
ვრცლად
ოჰაიოს შტატში, ჯეი დი ვენსის სახლზე თავდასხმა განხორციელდა

ოჰაიოს შტატში, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სახლზე თავდასხმა განხორციელდა.

CNN-ის ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს გამოძიება.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურისა და ვიცე-პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტის დროს, ვენსის ოჯახი ოჰაიოში არ იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს რეზიდენციის ფანჯრების დაზიანება.

საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, დააკავეს “ქონების დაზიანებისთვის, მათ შორის ვენსთან დაკავშირებული კერძო რეზიდენციის ფასადზე ფანჯრების ჩამსხვრევისთვის“.

დღის ამბები