"ტრამპი თუ გრენლანდიაში შეიჭრება, ეს ნატო-ს დასასრული იქნება" - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.
დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპის განცხადებები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.
"როდესაც ტრამპი ამბობს, რომ გრენლანდია სურს, ეს სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. თუმცა, მე ასევე ნათლად განვაცხადებ, რომ თუ აშშ გადაწყვეტს ნატო-ს წევრ სხვა ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმას, მაშინ ყველაფერი შეჩერდება, მათ შორის ნატო და შესაბამისად, უსაფრთხოება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დამყარდა," - განაცხადა ფრედერიქსენმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.