19 ივნისი 2026,   01:46
ვრცლად
აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები ფლორიდაში მოლაპარაკებებს დახურულ ფორმატში აგრძელებენ - ვინ მონაწილეობს დღევანდელ შეხვედრაში ტრამპის ადმინისტრაციიდან

აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები ფლორიდაში მოლაპარაკებებს დახურულ ფორმატში აგრძელებენ. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების დღევანდელ მნიშვნელოვან რაუნდს აშშ-ის მხრიდან ესწრებიან ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო საკითხებში სტივ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენ კეინი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში სტივენ მილერი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სიუზი უაილსი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და ჯოშ გრუნბაუმი, ზოგადი სერვისების ადმინისტრაციის (GSA) ფედერალური შესყიდვების სამსახურის კომისარი, რომელიც გასულ კვირას რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებსაც ესწრებოდა.

შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჟურნალისტებს ოთახის დატოვება სთხოვეს.

დღის ამბები