14 აგვისტო 2026,   17:09
ვრცლად
"მეგობრული და პარტნიორული ნაბიჯია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გამოყოფილი გრანტი" - ნინო წილოსანი

"მეგობრული და პარტნიორული ნაბიჯია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გამოყოფილი გრანტი," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 მილიონი დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს. 

"შეგვიძლია შევაფასოთ ასე, რომ მეგობრული და პარტნიორული ნაბიჯია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გამოყოფილი გრანტი. ჩვენი ინსტიტუციები და, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო სრულად ფინანსდება თავისი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან, თუმცა ნებისმიერი დახმარება, რომელიც კარგ და პარტნიორულ მიზნებს ემსახურება, თავისთავად მისაღებია. მივესალმებით, რომ არანაირი ჩრდილოვანი დაფინანსების გზები არ ეძებონ ჩვენმა პარტნიორებმა, ისევე როგორც რიგი ევრობიუროკრატები ამას საუბრობენ. არამედ, პირდაპირ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიენიჭა თავდაცვის სამინისტროს უფლება, რომ აღნიშნული გრანტი მიეღო," - აცხადებს ნინო წილოსანი.

გრანტების მოწონების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებას პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამოყოფილი გრანტით განსაზღვრულია თავდაცვის სამინისტროსთვის კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონლის მიღება.

 

 

 

 

დღის ამბები