14 აგვისტო 2026,   14:35
ვრცლად
"ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმას, თუ რაოდენ უსამართლოდ იყო ნებისმიერი სანქცია გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ" - ეკა სეფაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმას, თუ რაოდენ უსამართლოდ იყო ნებისმიერი სანქცია გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ თუ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ," - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

საუბარია საკითხზე, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგის სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ქვეყანამ დაუსაბუთებლად დაკისრებული სანქციებით იურიდიული პირის უფლებები დაარღვია. 

"სტრასბურგის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ასეთი კომპანიის დასანქცირებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა, ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმას, თუ რაოდენ უსამართლოდ იყო ნებისმიერი სანქცია გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ თუ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. თავიდან ბოლომდე ცხადია, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სარჩულით შეფუთული, ოღონდ რაღაც მითიური, ვითომდა დემოკრატიის დაცვის საბაბით, რეალურად, ეს იყო საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან უსირცხვილოდ განხორციელებული ზეწოლა. ეს იყო უხეში ჩარევა საქართველოს შინაურ საქმეებში და უტიფარი ზეწოლა დემოკრატიული პროცესების გამრუდებისათვის და არა მისი დაცვისთვის. სტრასბურგმა, ამ გადაწყვეტილებით, ეს კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები