ბერლინში, ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტერიტორიების საკითხზე კიევს და ვაშინგტონს ამ დრომდე განსხვავებული პოზიციები აქვთ.
ზელენსკის თქმით, ამერიკის მხარის მიერ გაჟღერებული მოთხოვნა ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით, რეალურად, რუსეთის მოთხოვნაა.
მოლაპარაკებების შესახებ განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც. ტრამპმა თქვა, რომ ცოტა ხნის წინ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, საქმე კარგად მიდის და რომ უკრაინაში მშვიდობა ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე.