უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალურად გადასცა სამშვიდობო გეგმაზე პასუხი, - ინფორმაცია Axios-მა ამერიკელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა.
გამოცემის ინფორმაციით, კიევმა ვაშინგტონს დეტალური პასუხი ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ დაუბრუნა. Axios-ი წერს, რომ პასუხი მოიცავს კომენტარებს და პუნქტების შესწორების წინადადებებს, მათ შორის, ახალ იდეებს ოკუპირებული ტერიტორიების და ზაპიროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით.
უკრაინელი და ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები ონლაინ შეხვედრას ტრამპის სამშვიდობო გეგმის კონკრეტული დეტალების საკითხზე დღეს გამართავენ.