12 აგვისტო 2026,   21:53
ვრცლად
"შალვა პაპუაშვილს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არის ყველაზე ფუნდამენტური უფლების დარღვევა ადამიანისთვის" - თაზო დათუნაშვილი

"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს. თაზო დათუნაშვილის შეფასებით, შალვა პაპუაშვილი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

"ჩვენი დამოკიდებულება იმასთან, თუ რაც მოხდა ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში, ჩვენს განცხადებაში არის ასახული. რაც შეეხება პროფესიონალურ ნაწილს, როგორც იურისტის მხრიდან, შალვა პაპუაშვილს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არის ყველაზე ფუნდამენტური უფლების დარღვევა ადამიანისთვის. არ შეიძლება ადამიანს დააბრალო ის, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხარ საკანონმდებლო ხელისუფლების შტოს ხელმძღვანელი," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

10-დღიანი დუმილი ბრიუსელიდან და ტერორიზმის წახალისება - პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილის საქმეზე და "ლელოსა" და ALDE-ს პასუხისმგებლობაზე კომენტარი ბრიფინგზე გააკეთა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ALDE, რომლის ლიდერებიც ევროკომისრები, კაია კალასი და მარტა კოსი არიან, ტერორიზმთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანებაა. ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის წევრია "ლელოც," რომელიც ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ელისაშვილთან თანამშრომლობას არ წყვეტს.

 

დღის ამბები