"ჯადოსნური დღეები" - დევნილი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროექტი დასრულდა
08-12-2025 18:40
"ჯადოსნური დღეები" - დასრულდა პროექტი, რომელიც დევნილი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. დასკვნითი ღონისძიებები გლდანისა და წყნეთის კომპაქტურ ჩასახლებებში გაიმართა.
პროექტში 3000-ზე მეტმა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.