14 აგვისტო 2026,   17:09
ვრცლად
საქართველოში უმაღლესი განათლება მომდევნო წლიდან უფასო გახდება - რა შეფასებები კეთდება რეფორმასთან დაკავშირებით

საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება უფასო გახდება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, როგორც მთავრობის, ისე პოლიტსაბჭოს ფორმატში. მომდევნო წლიდან ყველა სტუდენტს, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩააბარებს, უმაღლეს განათლებას სახელმწიფო დაუფინანსებს.

უმაღლესი განათლების რეფორმა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული, ეს განათლების მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. გივი მიქანაძის განმარტებით, სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ ის მოთხოვნები, რაც ბაზრის კვლევებისა და საჭიროებების შესაბამისად არსებობს. ამიტომ დაფინანსების ახალი მოდელი სრულად იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მორგებული.

ისტორიული და უპრეცედენტო - ასე აფასებენ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელები ახალ ინიციატივას. უნივერსიტეტების რექტორები განათლების ეროვნულ კონცეფციაზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ უფასო განათლების სისტემა განათლების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის და ამავე დროს, საბოლოოდ გადაჭრის თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემას.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს. 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება აღარ გაიცემა. თუმცა იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ, დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილება არ შეეხებათ და ისინი სასწავლო ციკლის დასრულებამდე არსებულ დაფინანსებას შეინარჩუნებენ.

დღის ამბები