13 აგვისტო 2026,   21:12
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ინდოეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
 
"პარლამენტის თავმჯდომარე  ნიუ-დელიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს - შალვა პაპუაშვილი შეხვდება ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებს, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს.

საქართველო-ინდოეთის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს
საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში. 

საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა.

 

დღის ამბები