19 ივნისი 2026,   00:28
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით, ამერიკული და უკრაინული დელეგაციები მოლაპარაკებას მართავენ - აშშ-ში მიმდინარე შეხვედრები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში შეერთებული შტატებია - ფლორიდა. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით, ამერიკული და უკრაინული დელეგაციები მოლაპარაკებას მართავენ. ტრამპის გეგმად წოდებული 28 პუნქტიდან, ამ დროისთვის განსახილველად მაგიდაზე 19 პუნქტი დევს. 19 საკითხი, რომელზეც კონსენსუსი ფაქტობრივად მიღწეულია. ყველაზე დელიკატურ და სადაო პუნქტებზე კი, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი პირისპირ შეხვედრისას ისაუბრებენ.

ევროპაში განგაშის სიგნალი ძლიერდება. ბრიუსელის მთავარი მოთხოვნა მკაფიოა: ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილს ითხოვენ - მათი აზრით, უკრაინამ უნდა მიიღოს რეალური უსაფრთხოების გარანტიები და ომის შეწყვეტა არ უნდა გადაიქცეს დროებით ზავად.

რაც შეეხება მოსკოვს - კრემლის პოზიცია გასულ კვირას მკაფიოდ დაფიქსირდა: რუსეთი დიდ დათმობებზე წასვლას არ აპირებს. პირიქით, ვლადიმირ პუტინი ამერიკულ გეგმას მხოლოდ "საბაზისო ჩარჩოდ" განიხილავს და აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმება მხოლოდ რუსეთისთვის მისაღები პირობებითაა შესაძლებელი. მოსკოვისთვის პრიორიტეტი კვლავ დე ფაქტო ოკუპირებული ტერიტორიების დე იურე აღიარება და უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვაა.

დღის ამბები