14 აგვისტო 2026,   15:32
ვრცლად
საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა მომდევნო 6 თვის განმავლობაში იქნება - რა საკითხებზე გააკეთა აქცენტი შალვა პაპუაშვილმა ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 66-ე სხდომაზე

საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა მომდევნო 6 თვის განმავლობაში იქნება. ოფიციალური ცერემონია ბულგარეთის დედაქალაქში გაიმართა. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 66-ე სხდომაზე დელეგატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა. შალვა პაპუაშვილმა მთავარი აქცენტები საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გააკეთა.

შუა დერეფნის პერსპექტივა, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი - პაპუაშვილმა ვრცლად იმ მიზნებზეც ისაუბრა, რომლებიც საქართველოს PABSEC-ის თავმჯდომარეობის პერიოდში აქვს გაწერილი.

დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს როლზე სოფიაში ჩასულმა დელეგატებმაც გაამახვილეს ყურადღება. სატრანზიტო პოტენციალთან ერთად, მთავარი აქცენტები რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

სოფიაში გამართული შეხვედრების დროს გაკეთებულ აქცენტებსა და საქართველოს პრიორიტეტებზე საუბრობენ ქართული დელეგაციის წევრები. მათი განცხადებით, საქართველო ეკონომიკური მიმართულებების პარალელურად, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების მიმართულებითაც იქნება ფოკუსირებული.

გარდა იმისა, რომ დღეიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, PABSEC-ის პრეზიდენტის პოსტიც შალვა პაპუაშვილმა დაიკავა. საქართველოს, თავმჯდომარეობის ფორმატში, მომდევნო 6 თვის სამუშაო გეგმა უკვე გაწერილი აქვს.

 

დღის ამბები