საქართველოს მთავრობის წევრები რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრნენ. შესრულდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები, საგუნდო ნაწარმოებები.
ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებაზე საქართველოს პატრიარქის "ავე მარია" გუნდმა იანო ალიბეგაშვილთან ერთად შეასრულა.
კონცერტში მონაწილეობდნენ ასევე ზვიად ბოლქვაძე და გიორგი დონაძე. ვატიკანის საიუბილეო თარიღი რომში 25 წელიწადში ერთხელ, 1 300 წლიდან აღინიშნება.