"ქართული ოცნებას" არ უკვირს, რომ ოპოზიციის გეგმა ისევ ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ხელისუფლების ოპონენტები უცხოელ მოკავშირეებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებას ნოემბრის ბოლოსთვის სთხოვენ და ბრიუსელში მაღალჩინოსნებს არწმუნებენ, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს.
რაც კულუარებში ხდება, კულუარებშივე რჩება. საჯაროდ კი ამტკიცებენ, რომ ევროპელ ლიდერებს საპირისპიროში არწმუნებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა არ მალავენ, რომ ბრიუსელის სტუმრებიც ხშირად არიან და ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის აქამდე დაწესებული შეზღუდვების თანაავტორებიც არიან.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას შეცდომად მიიჩნევენ თავად ბრიუსელის მაღალჩინოსნებიც. "პრაიმტაიმის" ცნობით, ევრობიუროკრატები თვლიან, რომ თუკი ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ არც უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში გამოვა, ევროპელი ლიდერები იძულებულები იქნებიან მოქმედ მთავრობას ესაუბრონ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მათი ოპონენტები საპროტესტო მუხტის გაღვივების მორიგ მცდელობად აღიქვამენ
ცნობილი ხდება, რომ ბრიუსელში მხოლოდ მაღალჩინოსნების შეზღუდვებზე მსჯელობენ. ეს იმ ფონზე, როდესაც მსგავსი შეზღუდვა დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უკვე მოქმედებს.