მორიგი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი რუსთავში - თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაწყებულია.
პროექტი ავარიული კორპუსების გამაგრება-რესტავრაციას და ქუჩის შუაში, რეკრეაციული ზონის მოწყობას ითვალისწინებს, სადაც მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა, გარე განათება და დასასვენებელი სივრცეები.