თამარ მაისურაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მას კანის ავთვისებიანი მელანომის სამკურნალოდ ძვირადღირებული იმუნოთერაპიის კურსი აქვს გასავლელი. საზოგადოებას დახმარებისთვის, სოციალურ ქსელში მისი შვილი მიმართავს.
"ახლაც არ მჯერა, რომ მსგავსი სტატუსის დაწერა მიწევს, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მეგობრებო, ბევრი გვიცნობთ და ბევრი არა, თუმცა ვინც გვიცნობთ, იცით დედიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. უკვე წლებია ამ ბრძოლაში ვართ და წარმატებულად ვუმკლავდებოდით გართულებებს, თუმცა ბოლო პერიოდში თამოს კვლავ დაუდგინდა კანის ავთვისებიანი მელანომა.
ამ ეტაპზე აუცილებელია ხანგრძლივი და ძვირადღირებული იმუნოთერაპიის კურსი, რომელიც ძალიან დიდი იმედია ჩვენთვის, თუმცა აღნიშნული თერაპიის სრულად ჩატარება, სამწუხაროდ ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება.
მოგმართავთ თხოვნით, ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, დაგვიდგეთ გვერდში.
თქვენი დახმარება ჩვენთვის უდიდესი იმედი და ძალაა ამ ბრძოლაში.
გმადლობთ ყველას გულისხმიერებისთვის, გაზიარებისთვის და თანადგომისთვის. თქვენი თითოეული სიტყვა და კეთილი ნაბიჯი ჩვენთვის უსაზღვროდ მნიშვნელოვანია", - წერს ლოლიტა კამლაძე.
დახმარების სურვილისა და შესაძლებლობის შემტხვევაში თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:
საქართველო: GE89BG0000000582369845
თიბისი: GE11TB7700745064300115
ლიბერთი: GE77LB0711184832173000
მიმღები: თამარი მაისურაძე