13 აგვისტო 2026,   21:08
ვრცლად
9 ერთმანეთისგან განსხვავებული შემსრულებელი, აღფრთოვანებული ჟიური, მაყურებლის ემოცია და პირველი ოქროს ღილაკი - მეგა პროექტის "საქართველოს ხმა" მეორე სეზონი დაიწყო

ცხრა ერთმანეთისგან განსხვავებული შემსრულებელი, აღფრთოვანებული ჟიური, მაყურებლის ემოცია და პირველი ოქროს ღილაკი - ასე დაიწყო მეგა პროექტის მეორე სეზონი.

15 წლის მუსიკოსი დათო ფორჩხიძის რჩეული და ოქროს ბილეთის მფლობელი გახდა.

მარიამ ბიგვავა პირველი მონაწილეა, რომელიც შესარჩევი ეტაპიდან, "საქართველოს ხმის" საუკეთესო ათეულში მოხვდა.

გადაცემის პირველმა ეპიზოდმა მაყურებელს თავი არაერთი გამორჩეული მომენტით დაამახსოვრა.

კონკურსანტებმა ყველა დროის საუკეთესო ქართული და უცხოური კომპოზიციები შეასრულეს.

4 წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსი რვა მონაწილეს მისცა. დადებითი შეფასება მიიღო თვითნასწავლმა მუსიკოსმა, რომელიც დიდ სცენაზე პირველად აღმოჩნდა.

მეგა შოუს, "რუსთვი 2-ის" სახე თიკა ფაცაცია უძღვებოდა, წამყვანი, ტრადიციულად, მაყურებელს შოუს კულისებს აზიარებდა და კონკურსანტებს ჟიურისთან შესახვედრად ამზადებდა.

მუსიკალური პროექტი 4 შესარჩევ ეტაპსა და 6 ლაივ კონცერტს აერთიანებს. გადაცემის მეორე სეზონი არხმა სიახლეებით და ცვლილებებით დაიწყო, რაც, პირველ რიგში, ჟანრობრივ მრავალფეროვნებასა და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაზე აისახა.

წინ მეორე შესარჩევი კონკურსია. სამშაბათს, "რუსთავი 2-ის" ეთერში, მაყურებლის წინაშე კვლავ 9 მონაწილე წარდგება.

დღის ამბები