19 ივნისი 2026,   09:46
ვრცლად
"ჰამასი" დაბრკოლებაა, მათ უნდა დაყარონ იარაღი და შეწყვიტონ ძარცვა" - მარკო რუბიო განცხადებით, "ჰამასი" ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დასაკუთრებას განაგრძობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, "ჰამასი" ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების დასაკუთრებას განაგრძობს.

მარკო რუბიო ავრცელებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ დრონის კადრებსაც, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, რომ "ჰამასის" წევრები ჩრდილოეთ ღაზაში დახმარების მიმწოდებელ სატვირთო მანქანას აკონტროლებენ.

"ეს ქურდობა ძირს უთხრის საერთაშორისო ძალისხმევას პრეზიდენტ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კრიტიკული დახმარების გაწევას. "ჰამასი" დაბრკოლებაა. მათ უნდა დაყარონ იარაღი და შეწყვიტონ ძარცვა, რათა ღაზას უკეთესი მომავალი ჰქონდეს", - წერს მარკო რუბიო.

დღის ამბები