"ამ შემთხვევაში, პროტესტი გამომდინარეობს იქიდან, რომ ფორმატები არ არის დაცული. რა შუაშია არასაპარლამენტო პარტიის თავმჯდომარის მიწვევა და თან - ნეიტრალურის სტატუსით", - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ევრონესტთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აღნიშნული ქმედება მიანიშნებს, რომ მათი მიზანი, საქართველოს პარლამენტთან დიალოგის ნაცვლად, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ცრუ ნარატივის მხარდაჭერაა.
"ამ შემთხვევაში, პროტესტი გამომდინარეობს იქიდან, რომ ფორმატები არ არის დაცული. რა შუაშია არასაპარლამენტო პარტიის თავმჯდომარის მიწვევა და თან - ნეიტრალურის სტატუსით?
ეს აჩვენებს, რომ მათი მიზანია არა დიალოგი საქართველოს პარლამენტთან, არამედ პროპაგანდირება იმ ცრუ ნარატივების, რაც "ნაციონალური მოძრაობის" საშუალებით ევროპარლამენტსა და მის სხვადასხვა სტრუქტურაში ვრცელდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.