13 აგვისტო 2026,   21:28
ვრცლად
თბილისი-გაჩიანის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გასუფთავდა

თბილისი-გაჩიანის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გასუფთავდა. ადგილზე მობილიზებული იყო "თბილსერვის ჯგუფის" 50-მდე თანამშრომელი სპეცტექნიკასთან ერთად.

უწყების ხელმძღვანელობა ახსენებს მოსახლეობას, რომ ქალაქის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენის, ძველი ავეჯისა და ნივთების განთავსება აკრძალულია და ის ჯარიმას ითვალისწინებს. პრობლემის მოსაგვარებლად, "თბილსერვისი“ მოქალაქეებს შეღავათიან მომსახურებას სთავაზობს.

დღის ამბები