18 აგვისტო 2026,   17:39
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლაზე: საქართველოს პარლამენტს მათი ყოფნით ან არყოფნით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება, თუმცა საინტერესო იქნება მათი აქ ყოფნა - პირდაპირ შეგვეძლება, მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები

გახარიას პარტია პარლამენტში შედის. თანაპარტიელებისადმი პარტიულ ჩატში გაგზავნილი გიორგი გახარიას მიმართვა "პრაიმ ტაიმმა" გაავრცელა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე პარლამენტის, ხოლო ადგილობრივ დონეზე საკრებულოს მანდატები" - ნათქვამია ტექსტში.

გახარია წერს, რომ საკითხი პოლიტ საბჭოს სხდომაზე განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ პარლამენტის ბოიკოტმა შედეგი ვერ გამოიღო და მივიდნენ დასკვნამდე, რომ პარტიამ უნდა გამოიყენოს მათ ხელთ არსებული კანონიერი ინსტრუმენტი.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტს გახარიას პარტიის წევრების ყოფნით არც არაფერი მოემატება, არც არაფერი მოაკლდება.

"ვფიქრობ, რომ ლოგიკური დასასრულია ამ ერთწლიანი ღალატის ციკლისა, თუკი ჩვენ ვიხილავთ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს ჩართულ საპარლამენტო ცხოვრებაში.

ჩვენ შარშან ვნახეთ, რომ 26 ოქტომბრამდე უცხოელები მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში. მათთვის გადამწყვეტი იყო გეოპოლიტიკური მიზანი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოეყვანათ მათი მარიონეტი, რათა უსიტყვოდ შეესრულებინა მათი დავალებები. ვა ბანკზე წავიდნენ ელჩები და უცხოელი პოლიტიკოსები, ჩაერთნენ არჩევნებში და დამარცხდნენ. ჩაახსნევინეს მანდატები და ნახეს, რაც მიიღეს იმ პარტიებმა - შეუმცირდათ მხარდამჭერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ასე დამთავრებულა ყოველთვის საქართველოს ისტორიაში, ღალატის გზაზე როდესაც დადგება ადამიანი და უცხოელების ჭკუაზე ივლის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

საქართველოს პარლამენტს მათი ყოფნით ან არყოფნით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება, თუმცა საინტერესო იქნება მათი აქ ყოფნა იმ მხრივ, რომ პირდაპირ შეგვეძლება, მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები. ამ 12 ადამიანისგან რასაც გაიგებთ, ჩათვალეთ, ესაა გარედან დავალება. ამ მხრივ, საინტერესო იქნება, რომ საპარლამენტო სასესიო დარბაზში დავინახავთ, უცხოეთიდან რა დავალებები მოდის საქართველოს წინააღმდეგ", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები