საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, ასევე საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
შეხვდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორსაც. მათ პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვეს.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეკონომიკის მყარ და სტაბილურ მდგომარეობაზე, დაბალ ინფლაციასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე.