14 აგვისტო 2026,   15:19
ვრცლად
50-100 კაცი კეტავს ქუჩას, ძალადობს 4 მლნ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა და სიწყნარე ამ ქვეყანაში, წინსვლა და განვითარება... შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს, შესაბამისად, კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში მიიღებენ პასუხს - პრემიერი

50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს 4 მლნ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა და სიწყნარე ამ ქვეყანაში, წინსვლა და განვითარება, ხომ შეუძლებელია, რომ ასე გაგრძელდეს და ეს დავუშვათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები, კანონის ფარგლებში მიიღებენ პასუხს ამ ძალადობაზე.

"ჩვენი მეთოდური მიდგომებით ყველა დაელოდოს, როგორ გაგრძელდება პროცესები. ნული თანაგრძნობა - ამას იმსახურებენ ეს ადამიანები. უცხოური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობას სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან. კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში ისინი მიიღებენ პასუხს იმ ძალადობაზე, რომელსაც ისინი სჩადიან 4 მლნ ადამიანის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში,"- განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები