06 აგვისტო 2026,   17:20
ვრცლად
კასპში 14 წლის მოზარდი დაჭრეს - დაწყებულია გამოძიება

კასპის მუნიციპალიტეტში, 14 წლის მოზარდი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს ხელზე დაზიანება ბასრი საგნით თანატოლმა მიაყენა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

 

დღის ამბები