28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება თვითმმართველობის არჩევნებს. პროცესს ასევე აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.
რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან.
როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი საფრანგეთიდან, ჟან მარი ავრილი აცხადებს, ყველა პროცესი შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტებს.
"მე საფრანგეთიდან ვარ, ასეთი ორგანიზებული პროცესი ჩვენთანაც არ გვაქვს. საარჩევნო უბანზე ვიყავი, ვნახე, რომ ბევრი დამკვირვებელია. ხმის მიცემის აპარატურა გამართულია, შიგნით კამერებიც არის. თითქმის გამორიცხულია, რამე რომ მოხდეს არასწორად. რასაც აქ ვხედავთ, შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტებს", - ამბობს ჟან მარი ავრილი.