13 აგვისტო 2026,   20:19
ვრცლად
ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, თვითმმართველობის არჩევნებში 275 948 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, თვითმმართველობის არჩევნებში 275 948 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

მათივე ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაფიქსირდა.

ცესკოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში და შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 

"საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 10:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია.

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება," - ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.

დღის ამბები