18 აგვისტო 2026,   22:59
ვრცლად
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი: ევროპას თავისთან ომი არ უნდა. უკრაინაში უნდა? რა თქმა უნდა, რომ არ უნდოდეს, არ იქნებოდა

"სულიერი ძალა არის ჯვარში", - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა კვირას,სადღესასწაულო ქადაგებისას აღნიშნა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.

მეუფე იაკობის თქმით, ევროპას საკუთარ ტერიტორიაზე ომი არ უნდა, თუმცა სხვა ქვეყნებში ამას მხარს უჭერს, მაგალითად კი უკრაინა მოიყვანა.

"ჩვენი სულიერი ძალა არის ჯვარში.

რა უნდა ევროპას? ევროპას თავისთან ომი არ უნდა. უკრაინაში უნდა? რა თქმა უნდა, რომ არ უნდოდეს, არ იქნებოდა. საქართველო ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა იმით, რომ 2008 წელს ევროპის თანხმობით მოწყვლადი გახდა საქართველო და ბაზები გვაქვს ახლა აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღის ამბები