ცესკო 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. გიორგი კალანდარიშვილი უწყების საოპერაციო- სასაწყობე სივრცეში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ამ ეტაპზე ვერიფიკაციის აპარატების დიაგნოსტირება და მათში ამომრჩეველთა სიების ჩატვირთვა მიმდინარეობს. მანამდე, უკვე განხორციელდა ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებისა და პლანშეტების საარჩევნოდ მომზადება და მათი გადაცემა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის.
"პირადად გავეცანი მიმდინარე სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ფინალური ეტაპი ტექნოლოგიური საშუალებების გამართვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პლანშეტებისა და ხმის დათვლის აპარატების გამართვა უკვე განხორციელებულია. ამ პროცესში ცესკოს ასობით თანამშრომელია ჩართული,"- აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.