მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა სრულდება.
დღესასწაული მე-4 საუკუნეში დაწესდა. ის ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება და მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება.
საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და იმპერატორის დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა კი ჯვარი ყველას თვალწინ აამაღლა.
მართლმადიდებელი ეკლესია ასევე კონსტანტინოპოლელი პატრიარქის იოანე ოქროპირის ხსენების დღეს აღნიშნავს, რომელიც კომანში, 407 წელს გარდაიცვალა.
მორწმუნეები ამ დღეს მარხვით აღნიშნავენ.