14 აგვისტო 2026,   15:34
ვრცლად
"შეიძლება კი, შემოსავალი არის ქვეყანაში, მაგრამ არ მოდის ხალხთან" - პაატა მანჯგალაძე EBRD-ის ეკონომიკურ პროგნოზზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვას, რომლის მიხედვითაც საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესებულია და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით - 7%-მდეა გაზრდილი.

"შეიძლება კი, შემოსავალი არის ქვეყანაში, მაგრამ არ მოდის ხალხთან. 1 მილიონი ქართველია წასული, 1 მილიონი ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და 150 000 ბავშვი შიმშილობს, - აი, ეს არის რეალური სტატისტიკა," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები