"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი გაბუნია გამოეხმაურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვას, რომლის მიხედვითაც საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესებულია და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით - 7%-მდეა გაზრდილი.
"აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით, საქართველოს უსწრებს უკრაინას და მოლდოვას. შეფასებები ამ წარმატებებისგან განსხვავებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ამას აქვს კონკრეტული პოლიტიკური მდგენელი და მათ აქვთ კონკრეტული ამოცანები საქართველოში, რომ მოხდეს შიდა ჩარევები.
ჩვენ მზად ვართ, თანასწორუფლებიანი და სამართლიანი ურთიერთობისთვის, რაც გგულისხმობს იმას, რომ ჩვენმა პარტნიორებმა უარი უნდა თქვან ქვეყნის საშინაო პროცესებში ჩარევაზე და უნდა გაიაზრონ, რომ საქართველო არ არის პროვინცია, დააფასონ ჩვენი მიღწევები და პატივი სცენ ქართველი ხალხის აზრს. ჩვენ ვითხოვთ იმ მიღწევების დაფასებას, რომელიც აქვს საქართველოს," - აცხადებს გიორგი გაბუნია.