იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სივრცით მონაცემთა ინფრასტრუქტურის რეფორმას ახორციელებს.
სამინისტროს წარმომადგენლებმა, ლუვენის უნივერსიტეტის ექსპერტებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრები გამართეს.
მხარეებმა კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და სექტორში განათლების მხარდასაჭერის საკითხებზე იმსჯელეს.
სტუდენტები დეტალურად გაეცნენ საჯარო რეესტრის ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ სერვისებს.