18 აგვისტო 2026,   23:50
ვრცლად
რატომ ამბობს მმართველი გუნდი უარს ვოლოდიმირ ზელენსკისთან პოლიტიკურ პოლემიკაში შესვლაზე - "ქართულ ოცნებაში" უკვირთ, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს კრიტიკისთვის დროს პოულობს

ვოლოდიმირ ზელენსკისთან პოლიტიკურ პოლემიკაში შესვლაზე უარს ხელისუფლებისთვის კონკრეტული მიზეზი აქვს. მმართველ პარტიაში კითხვებს სწორედ ის ფაქტი აჩენს, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს კრიტიკისთვის დროს პოულობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაშინ, როცა საქართველოს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის ხარისხს უწუნებენ, ყველა ამ პარამეტრით ქვეყანა ლიდერია ყველა იმ სახელმწიფოს შორის, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.

მმართველი პარტია ყურადღებას იმ რეიტინგებზე ამახვილებს, რომელსაც ევროკომისია პერიოდულად აქვეყნებს. ეს მონაცემები განსაზღვრავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ყველა მსგავს მონაცემში საქართველო უკრაინაზე წინ იმყოფება. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით ქვეყანა ევროპის ხუთეულშია, მაშინ, როცა მოლდოვა და უკრაინა ბოლო ადგილზე არიან. კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის ოცეულშია და შედეგით უსწრებს 24 სახელმწიფოს. 17-ე ადგილზეა დანაშაულის კონტროლით და აქაც წამყვან ქვეყნებზე უკეთესი შედეგი აქვს. მთავრობის ეფექტიანობით კი საქართველომ 100-პროცენტიანი სისტემით 62 პროცენტი მიიღო და 35-ე ადგილზე გავიდა. მის უკან არიან ევროკავშირის და ნატოს წევრი, ასევე დიდი შვიდეულის ზოგიერთი სახელმწიფო.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში ოპოზიცია პრობლემას ვერ ხედავს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ზელენსკის შეფასება არც თავდასხმაა. ამბობენ, რომ ის, რაზეც გაეროს ტრიბუნიდან ითქვა, ფაქტებია.

ვოლოდიმირ ზელენსკის არამეგობრული გამოსვლები მმართველ პარტიაში არ გაკვირვებით. ზელენსკიმ საქართველოს კრიტიკისთვის პირველად გამოიყენა გაეროს ტრიბუნა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს მოწყობის ევროპული სტანდარტი შესუსტებულია და საქართველო ევროპისთვის დაკარგულია. გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული ეს განცხადება თბილისში საქართველოზე თავდასხმად აღიქვეს.

დღის ამბები