18 აგვისტო 2026,   16:21
ვრცლად
"ხვალ, საქართველოს პრეზიდენტი დაიკავებს გაეროს უმაღლეს ტრიბუნას და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას... ხვალვე გაიმართება მისი შეხვედრა ანტონიო გუტიერეშთან" - თამარ ტალიაშვილი

"ხვალ, საქართველოს პრეზიდენტი დაიკავებს გაეროს უმაღლეს ტრიბუნას და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას," - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში, თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გაეროში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალვე გაიმართება შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტყვით გამოსვლას საქართველოს პრეზიდენტი კვლავ გამოიყენებს იმისთვის, რომ ხაზი გაუსვას საქართველოს მიღწევებს და, ასევე, საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების და, ასევე, კეთილდღეობის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში. ხაზს გავუსვამ, რომ ხვალ, ასევე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან," - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დღის ამბები